9 ივნისს ბინის მესაკუთრემ “ცელქი ხე” მოჭრა საკუთარ აივანზე

სამშაბათს  31  მაისს, საზოგადოებრივი  მაუწყებლის  ტელეეთერში,  გადაცემა  „ რეალურ  სივრცეში“ გასული სიუჟეტი,  რომელიც  ქ. თეთრიწყაროში, ფარნავაზის ქუჩაზე N1 კორპუსის  მცხოვრებთა გასაჭირსა და  პრობლემებს ეხებოდა, დროულად და საქმიანად გამოეხმაურნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი -სიმონ გულედანი შეხვდნენ ფარნავაზის ქუჩის N1 კორპუსის მაცხოვრებლებს და ადგილზე მოისმინეს მათი გასაჭირი. ხელმძღვანელი პირების უშუალო მონდომებით, მოიძებნა ბინის მესაკუთრე,  გუშინ 9 ივნისს ბინის მესაკუთრემ “ცელქი ხე” მოჭრა საკუთარ აივანზე.

http://1tv.ge/ge/videos/view/164836/294.html

“ცელქი” ხე მე-5 სართულზე

By დიდგორელები

N1 საჯარო სკოლელებს, სიგელები მიღწეული წარმატებებისათვის

13434289_292291541106087_711894439_n8 ივნისს, 2015-2016 სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლამ. სასწავლო წლის მანძილზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასწავლო-საგნობრივ ოლიმპიადაზე . მათ ვინც აქტიურად მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგი აჩვენა, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სამადლობელო სიგელები , ხოლო  N1 საჯარო სკოლის დირექციამ, სამადლობელო ფურცლები გადასცა.

ოლიმპიადაზე 1-ლი და მე-2 ტური წარმატებით გადალახეს და მე-3 ტურში გადავიდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები მერი ხვიბლიანი და ანა ჯიხვიშვილი, მე-10 კლასელი დავით ჯაყელი. ისინი მიწვეულნი არიან ბანაკში “ქართულ-ბრიტანული სკოლა”. წარმატებულ მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა გიული ზაქაიძემ, მადლობა გადაუხადა და სამადლობელო ფურცლები გადასცა.

სასწავლო წლის მანძილზე გამოცხადებული იყო სხვადასხვა ოლიმპიადები, როგორიცაა: “სამოქალაქო განათლების”, “სპორტულ შემეცნებითი”, სხვადასხვა პროექტები და კონკურსები, როგორიცაა : “დღიურები”, “კალიგრაფიის მარგალიტები”, “ჩემი ტყე” “აქრიური მოქალაქე”. ასევე ინტეექტუალური თამაშები:  “ბუნება მბრძანებელია” და “რა,სად, როდის?”- მონაწილე მოსწავლეებს, ასევე გადაეცათ სამადლობელო ფურცლები.13434272_292290121106229_1198010098_n

დირექციის მიერ  სამადლობელო ფურცლები გადაეცათ რეგიონულ და რეპუბლიკურ ჩემპიონატებში გამარჯვებულებს. სპორტში მიღწეული წარმატებებისათვის მადლობის სიგელები წილად ხვდათ მასწავლებლებს, მარიამ გაჩეჩილაძეს და ინგა ჯაჯანიძეს.

ესტეთიკური აღზრდის ცენტრის კათედრის გამგე-მაია დავითაშვილი და ქართული, ხალხური სიმღერების გუნდის ლოტბარი იური თავართქილაძე, თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექციამ ასევე სამადლობელო ფურცლებით დააჯილდივა.

 

By დიდგორელები

სასტუმრო “კახაბერი” თეთრიწყაროში

dscn7683სასტუმრო “კახაბერი” მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში აღმაშენებლის ქ.N141-ში. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi  და უფასო ავტოსადგომი. სასტუმროში არის ცხელი და ცივი წყალი, გათბობა, ტელევიზორი.

ორადგილიანი ნომერი 1 საწოლით

პერსონა 2
მოზარდი 15.00 $, ბავშვი 7.50 $

ორადგილიანი ნომერი 2 ერთადგილიანი საწოლით

პერსონა 2
მოზარდი 15.00 $, ბავშვი 7.50 $

სამადგილიანი ნომერი

პერსონა 3
მოზარდი 15.00 $, ბავშვი 7.50 $

წესები

შესვლა 12:00 საათიდან
გამოსვლა 12:00 საათამდე
სასტუმროს სეზონი მთელი წლის განმავლობაში
ჯავშნის გაუქმება You can cancel a reservation up to 2 days before the check-in date. Depending on the hotel policy you might be charged a fee for the cancellation. Read the hotel terms and conditions for more.
გარანტიის გადასახადი იმისათვის რომ მიღებული იყოს თქვენი ჯავშანი, წინასწარ უნდა მოხდეს მთლიანი ჯავშნის ღირებულების 10% -ს გადახდა.
ფასდაკლებები
ბავშვი ფასდაკლება 50% 6-10 ასაკის ბავშვებზე . i
დიდხანს დარჩენა 20% ფასდაკლება თუ თქვენ დაჯავშნით სასტუმროს 30 ღამეზე მეტ ხანს. i
By დიდგორელები