გიორგი კობაიძე მოსკოვში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 დღეს 16 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ჩატარდა  მსოფლიო  ჩემპიონატი უნივერსალურ ორთაბრძოლებში. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო, საქართველოს სამბოს ნაკრების წევრმა გიორგი კობაიძემ, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში სამი ბრძოლა ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტაჯიკ და უზბეკ სპორტსმენებთან გამარჯვების შემდეგ, ქართველი სპორტსმენი ფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, რუსეთის ჩემპიონს დაუპირისპირდა და სუფთად მოგებაც შეძლო. საქართველოს ნაკრების წევრი, მრავალგზის ჩემპიონი გიორგი კობაიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მკვიდრია.

By დიდგორელები