ქ. თეთრიწყაროში ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებთა გასაჭირის კვალდაკვალ

IMG_0793სამშაბათს  31  მაისს, საზოგადოებრივი  მაუწყებლის  ტელეეთერში,  გადაცემა  „ რეალურ  სივრცეში“ გასული სიუჟეტი,  რომელიც  ქ. თეთრიწყაროში, ფარნავაზის ქუჩაზე N1 კორპუსის  მცხოვრებთა გასაჭირსა და  პრობლემებს ეხებოდა, დროულად და საქმიანად გამოეხმაურნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი -სიმონ გულედან, დღეს ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე N1 კორპუსის ბინადრებს შეხვდენე , მოისმინეს მათი გასაჭირი და  პრობლემები ადგილზე შეისწავლეს.IMG_0791

გამგეობის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თავდაპიველად შეკეთდეს სახურავის ის ნაწილი, საიდანაც ინტენსიურად ჩადის ბინებში წყალი. თანხა თავდაპირველად ამხანაგობის ანგარიშიდან გაიხარჯება, ხოლო როდესაც ბიუჯეტიდან გამოინახება გარკვეული სახსრები, რომელთა გახარჯვაც შესაძლებელი იქნება კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისათვის, მაშინვე კაპიტალური სამუშაოები დაიწყება.IMG_0786.JPG

რაც შეეხება კორპუსის მე-5 სართულზე ამოსულ ხეს, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ მოძიებული იქნა ბინის მფლობელი, რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება ადგილზე და ერთობლივი შეთანხმებით აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა.

By დიდგორელები