თეთრიწყაროში მომხდარი ავარიის დროს ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

15240291_926597014138516_1133128114_nგუშინ გვიან ღამით , ქ.თეთრიწყაროში გოირგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, მერსედესის ფირმის ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილ შოთა თაზაგულოვს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გაზეთი დიდგორელები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

By დიდგორელები

წითელი ჯვრის თეთრიწყაროს რაიონულ ორგანიზაციაში , ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ

დღეს წითელი ჯვრის თეთრიწყაროს ორგანიზაციას, მანანა იოსელიანის ორგანიზებით, ესტუმრა ექიმი ქეთევან წიკლაური,   რომელიც ბენეფიციარებს გულდასმით სინჯავდა და   უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებდა. ჩატარებული უფასო სამედიცინო მიმსახურებით და წითელი ჯვრის თანამშრომლების გულისხმიერ დამოკიდებულებისათვის, კმაყოფილებას  გამოთქვამდნენ წითელი ჯვრის თეთრწყაროს რაიონული ორგანიზაციის ბენეფიციარები.

By დიდგორელები

“დიდგორის დიდგორი” გასვლით კონცერტებს აგრძელებს

ანსამბლი “დიდგორის დიდგორი” გასვლით კონცერტებს აგრძელებს. 27 ნოემბერს ქორეოგრაფ მარი ჟღენტის მოცეკვავეები “არტ-ჰოლში” გამართულ კონცერტზე ორი ნომრით წარსდგნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილმა 9 ანსამბლმა 19 საცეკვაო ნომერი წარმოადგინა. მათ შორის “დიდგორის დიდგორელები”-ს დამწყებმა მოცეკვავეებმა ცეკვა “რაჭული” შეასრულეს, ხოლო ანსამბლს წევრებმა “სამაია” წარმოადგინეს და მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციაც დაიმსახურეს.

 

By დიდგორელები

გალა კონცერტზე “ერთსულოვნება” ანსამბლი “დიდგორის დიდგორი” დიპლომით დააჯილდოვეს

 15127408_1819444388271098_764843124_o20 ნოემბერს პროფკავშირების კულტურის სახლში გაიმართა გალა კონცერტი “ერთსულოვნება”. კონცერტზე 10 მონაწილე ანსამბლს შორის, პუბლიკის წინაშე  წარსდგა ანსამბლი ,,დიდგორის  დიდგორი,, მარი ჟღენტის ხელმძღვანელობით. “დიდგორის დიდგორი”-ს მოცეკვავეებმა კონცერტზე შესრულებული ნომრები  მიუძღვნეს  მათ მოცეკვავეს ანანო გურჩიანს, რომელმაც ირაგის გზაზე მოხდარი ავარიის  გამო დაშავდა და ვერ შეძლო კონცერტში მონაწილეობა. “დიდგორის დიდგორი”-ს მიერ შესრულებულმა “სამაიამ” და “ხორუმმა” 15139749_1819855781563292_1450651136_nმაყურებლის დიდი ოვაცია დაიმსახურა. ფესტივალის ორგანიზატორებმა “დიდგორის დიდგორი” და მისი მონაწილეები დიპლომებით დააჯილდოვეს. ანსამბლი ახლო მომავალში ისევ გეგმავს გასვლით კონცერტებს.

By დიდგორელები

3 შვილის ახალგაზრდა დედას სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროება

14233149_10208867623920186_6825555798505818676_nმეგობრებო, სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ 26 წლის ნინო ივანიშვილს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროება.მას  მწვავე ლეიკემია აქვს. საჭიროებს ქიმიოთერაპიას და ძვლის ტვინის გადანერგვას, რომელიც ისრაელში უნდა ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ.ნინო ივანიშვილი 3 შვილის დედაა.ოჯახს სამკურნალო თანხები არ გააჩნია. ვისაც შესაძლებლობა გქვთ გთხოვთ დავეხმაროთ ახალგაზრდა დედას.

GE04BG0000000738117000 Gel
GE04BG0000000738117000 US
GE04BG0000000738117000 EURO
მიმღები:
NINO IVANASHVILi.
პ.ნ : 35001108263
დაბადების თარიღი: 5.06.1990

 

By დიდგორელები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის პოპულარიზაციას მიზნით ტრენინგი ჩატარდა

15032632_917417621723122_1770437136_n „ბოლნისის ენის სახლი” (BLH) და  „ადგილობრივი  დემოკრატიის ქსელის ცენტრი” (CLDN)  ახორციელებს პროექტს: „ მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესში ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა.”

პროექტი ითვალისწინებს  კანონმდებლობის სიახლეების შესაბამისად ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში  მოქალაქეთა ჩართულობის  პოპულარიზაციას .

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გამგეობის სააქტო დარბაზში მამუკა აბულაძემ  ტრენინგი ჩაატარა. მონაწილე პირებს მომხსენებელმა დეტალურად და გასაგები ენით ესაუბრა დასახლების საერთო კრების , პეტიციის, მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის მრჩეველთა საბჭოს შესახებ. ტრენინგზე სიღრმისეულად იქნა განხილული მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა, გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობა.

15058588_917417671723117_496910375_n

 

By დიდგორელები

ნიკა წიკლაური და ლუკა თორაძე შოტოკან კარატეში მსოფლიო თასის მფლობელები გახდნენ

დღეს ბათუმში მსოფლიო თასი ჩატარდა შოტოკან კარატეში . ჩემპიონატზე იასპარეზა 35 ქვეყნის 1300 სპორტსმენმა.  მსოფლიო თასზე მონაწილეობდნენ კლუბ “ალგეთის” კარატისტები, ნიკა წიკლაური და ლუკა თორაძე. ვასო მაღლაკელიძის და მინდია აფციაურის აღსაზრდელები დღეს   მსოფლიო თასის მფლობელები გახდნენ. თორაძე ლუკამ 10-11 წლებში -42 კგ.წონაში  და ნიკა წიკლაურმა 10-11წლებში -38კგ.წონაში  პირველი საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

By დიდგორელები

ევროპის ჩემპიონატზე კარატეში “ალგეთელებმა” მეორე, მესამე საპრიზო ადგილების მოპოვება შეძლეს

14963258_1278050352226853_1646492691720490710_n11-13 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატი “შოკატან” მიმდინარეობს ბათუმში.  მწვრთნელებმა ვასო მაღლაკელიძემ და და მინდია აფციაურმა ევროპის  ჩემპიონატზე წარადგინეს კარატისტთა კლუბ “ალგეთის” სპორტსმენები ნიკა წიკლაური და ლუკა თორაძე.  ორივე სპორტსმენმა მნიშვნელოვანი საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლო და თეთრიწყარო კიდევ ერთხელ ასახელა.14938377_1278050822226806_984341291531914630_n

ლუკა თორაძე 10 – 11წლებში -42 კგ. წონაში  მეორე ადგილს მფლობელი გახდა, ხოლო ნიკა წიკლაური 10-11წლებში -38 კგ. წონაში  მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. 

By დიდგორელები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა მოეწყო

15055767_645928795579083_1700902209842470045_n10 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში გამგეობის სააქტო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის  ბიუჯეტის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა,  შეხვედრა ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები, ა.ი.ი.პ-იების წარმომადგენლები და ადგილობრივი მისახლეობა. საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბულაძე , გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე და გამგებელი ბესიკ წიკლაური.
 გიორგი აბულაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქალაქ თეთრიწყაროში“ ,რომელიც მრჩეველთა საბჭოსთან არსებულ სამუშაო ჯგუფებში მოქალაქეებმა და გამგეობის წარმომდგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს. არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე კავკასია“ ინიციატივითა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით .
ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნატო ალთუნაშვილიმა  წარმოდგენა ინფორმაცია 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო 2017 წლის ბიუჯეტის  გამჭვირვალედ დაგეგმვა და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა .

By დიდგორელები

ქ.თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

img_0974შემოდგომისადმი მიძღვნილი ღომისძიება მოეწყო ქ.თერიწყაროს N1  საჯარო სკოლაში. ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, და მათი მასწავლებლები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გიდობას უწევდა N1 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ზაქაიძე, რომელმაც ბავშვები  დაწყებით კლასებში შეიპატიჟა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა, ბაღის აღსაზრდელებს გამახალისებელი ნომრები წარმოუდგინეს და  შემოდგომის ნობათით  გაუმასპინძლდნენ. ასევე გამახალისებელი წარმოდგენა გამართეს N1 საჯარო სკოლის მე-5 , მე-6 კლასის მოსწავლეებმა. საშემოდგომო ღონისძიებას ესწრებოდა რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური.

By დიდგორელები