“ცელქი” ხე მე-5 სართულზე

13330479_822197264578492_1965368066_nამ ბოლო დროს იმდენად საკვირველი ამბები ხდება, უკვე ყველაფერს ინერტულად ვუყურებთ. 21-საუკუნე ესოდენ განსხვავებული აღმოჩნდა მოულოდნელობების მხრივ. ადამიანები კი ყოველდღე  შიშით ვიღვიძებთ საოცრებების მოლოდინში. ერთი სიტყვით ჯერ იყო და ღორის გრიპმა შეგვიტია, შემდეგ“ ებოლა და ზიკა“ დაგვემუქრა.

ერთ მშვენიერ დღეს კი ვნახეთ, როგორ დაცურავდა 100 წლოვანი ხე ზღვის ტალღებზე და ახალი სამყოფელისკენ მიექანებოდა.

საოცრებების ვირუსმა ქალაქ თეთრიწყაროშიც ამოაღწია და ფარნავაზის ქუჩაზე N1 კორპუსის მე-5 სართულზე საკმაოდ გაბუჩქულმა ხემ დაიდო ბინა.

ახლა ეს ხე თავმომწონედ გადმოჰყურებს თეთრიწყაროს ქუჩებს. ანგრევს სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულის ბინებს, არის გაყოყოჩებული და გათავხედებული.

განაწყენებულმა მეზობლებმა, ხან მწყრალი მზერა ესროლეს, ხან ჩხუბით და აყალმაყალით შეჰყურებდნენ, მაგრამ ხეს ვერაფერი მოუხერხეს, ვერც პატრონი მოიძიეს იმ ბინის, რომლის აივანზეც ზემოთხსენებული ხე გაბატონებულა.

By დიდგორელები