პროექტი “ძლიერი ქალი დედამიწის გადასარჩენად” წარმატებით ხორციელდება

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ანხორციელებს პროექტს  ,,ძლიერი ქალი დედამიწის გადასარჩენად ” , რომელიც “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  
პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 9 სოფელში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან გენდერის და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.  შეხვედრებს მონაწილეთა სიების მიხედვით დაესწრო 160 მონაწილე. 

 პროექტის ფარგლებში,  მოეწყო “ეკო ბანაკი” , რომელიმაც თავი მოუყარა 20 ყველაზე აქტიურ გოგონას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან. ბანაკი 2017 წლის 2-5 ივნისს ჩატარდა. იგი მოიცავდა სასწავლო პროგრამას. მონაწილეები ჩაერთვენენ სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებში, ისწავლეს გუნდური მუშაობა, ინფორმაცია მიიღეს გარემოს დაცვის და გენდერის საკითხების შესახებ. ასევე ბანაკის მეშვეობით შეიძეს ლიდერის უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ სამომავლოდ თვითონ დაგეგმონ აქტივობები საკუთარ თემში.ბანაკი ეკოლანდია მხიარულად და წარმატებით განხორციელდა.
ბანაკის მონაწილეები შეხვდნენ ალგეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებს, რომლებმაც გააცვნეს საკუთარი საქმიანობა და პარკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები. 

გოგონებმა მიიღეს ინფორმაცია ,, გოგონა სკაუტების ორგანიზაცია ,,დია” – სა და მათი საქმიანობის შესახებ გაიგეს რა არის სკაუტინგი . 

ბანაკი მოინახულეს მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსმა და თანამშრომლებმა. 

 მოაწყვეს ლაშქრობა ბირთვისის ციხეზე, გარდა ლაშქრობისა ადგილზე პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს კლდეზე ცოცვა და სლექლაინი, რომელიც ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა და საქართველოში სწორედ ახლა იკიდებს ფეხს.

By დიდგორელები