რატომ უჩივლა ნუგზარ ლიპარტელიანმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს?…

13530351_833888450076040_1645614876_n22 ივნისს  საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თეთრიწყაროს რაიონული  ორგანიზაციის თავმჯდომარე- ნუგზარ ლიპარტელიანი დაუკავშირდა გაზეთ “დიდგორელებს” და იმ ინციდენტის შესახებ აცნობა, რომელიც ამ დღეს მოხდა, სოფელ ჩხიკვთის მიმდებარედ თეთრიწყარო-თბილისის გზაზე, სადაც შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და მათ შორის.

პატრიოტთა ალიანსის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ნუგზარ ლიპარტელიანის განცხადებით, ის და მისი გუნდის წევრი ტარიელ შავრეშიანი თბილისიდან თეთრიწყაროს მიმართულებით მოძრაობდნენ,  რა დროსაც გზად წამოეწიათ თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს წევრების ავტომობილი, სადაც იჯდა საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მისი მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რამაზ ჩომახაშვილი და სოფ. ჯორჯიაშვილის დეპუტატი ოთარ ლონდარიძე, რომელნიც ასევე მათი მიმართულებით მოძრაობდნენ.

13522606_833888390076046_1241129912_n

როგორც ნუგზარ ლიპარტელიანი ჩვენთან საუბარისას ყვება,     საკრებულოს თავმჯდომარემ მიმავალი მანქანიდან სიგარეტის ნამწვი ისროლა, რომელიც მათი ავტომობილის საქარე მინას მოხვდა,  ტარიელ შავრეშიანმა ფარები აუნთო , ამის შემდეგ ავტომობილში მჯდომი საკრებულოს თავმჯდომარე  თითებით არაეთიკურ კომბინაციას გვიჩვენებდა და დამცინავად გვიყურებდა.მოძრაობისას მათ გააჩერეს ავტომობილი, გადმოვიდა გოჩა თედორაძე და გვანიშნა ჩვენც გავჩრებულიყავით- გვიყვება ნუგზარ ლიპარტელიანი. სწორედ მაშინ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რა დროსაც ჩვენი შტაბის წევრის, ტარიელ შავრეშიანის მეუღლემ ანა აფციაურმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულ ფაქტს პატრიოტთა ალიანსის  თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ საჩივრით მიმართა შსს თეთრიწყაროს განყოფილებას.

ჩვენ დავუკავშირდით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბატონ რამაზ ჩომახაშვილს და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.10308218_1415662552051123_2495041041778064362_n

რემაზ ჩომახაშვილი: 22 ივნისს საღამოს მოვემართებოდით თბილისიდან თეთრიწყაროს მიმართულებით, სოფელ ჩხიკვთასთან გზა ჩაგვიჭრა და ჩვენს სავალ ნაწილზე გადმოვიდა ოპელის მარკის ავტომობილი. საავარიო მდგომარეობა რომ არ შეგვექმნა იძულებულნი გავხდით ავტომობილი შეგვეჩერებინა. როდესაც გავჩერდით და გადმოვედით, გაჩერდა ოპელის მარკის ავტომობილიც, რომლის მძღოლიც აღმოჩნდა ვინმე ტარიელ შავრეშიანი, როგორც შემდეგ გაირკვა, მას თან ახლდა მეუღლე და პატრიოტთა ალიანსის თეთრიწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ლიპარტელიანი. ქალბატონი უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა, ჩვენ მაქსიმალურად სიმშვიდისაკენ მოვუწოდებდით, თუმცა მაინც ცდილობდნენ მდგომარეობიდან გამოვეყვანეთ და პროვოკაციაზე წამოვეგეთ. მე ვფიქრობ ეს იყო მიზეზი, რათა თავიაანთ პარტია გაეპიარებინათ, ასეთი ხერხით ცდილობდნენ ხალხისთვის ეცნობებინათ, რომ არსებობს ასეთი პარტიაც, მათი რეიტინგი ხომ ნოლის ტოლია, შესაბამისად აწყობდათ ჟურნალისტების მოყვანაც და თითიდან გამოწოვილი ინციდენტის გაპიარებაც.

გაზეთ „დიდგორელები“-ს რედაქციას ამჟამად ხელთ აქვს იმ საჩივრის ასლი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შსს თეთრიწყაროს განყოფილებაში შეიტანა. აქ მოთხრობილი ინციდენტის გარდა მითითებულია  332 მუხლის გ) ქვეპუნქტი. პატრიოტთა ალიანსის წევრები ითხოვენ გამოძიება დაიწყოს.

როგორც ჩენთვის გახდა ცნობილი ,შსს-ს  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული აქვს.

ავტორი: ნინო ბექაური

By დიდგორელები